ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ვოლკანოვსკი მშენებლობაზე მუშაობს | ყოფილი ჩემპიონის სახალისო ვიდეო

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გაავრცელა. „ვოლკმა“ მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა და ცდილობს, ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად მუშაობენ, დაარწმუნოს, რომ ოდესღაც UFC-ის ჩემპიონი იყო, მაგრამ არაფერი გამოსდის.

„UFC-ის ჩემპიონი ვიყავი, გეუბნებით!“, - ამბობს ვოლკი.

„კი, აბა რა...“, - პასუხობს ერთ-ერთი მომუშავე ადამიანი.

„ბიჭებს ვუთხარი, რომ UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ვიყავი და ისლამ მახაჩევთან ჩხუბით მეორე ქამრის მოპოვებაც გადავწყვიტე. მაღალ წონით დივიზიონში ავედი და ჩემზე ბევრად დიდ დაღესტნელ მოჭიდავეს შევხვდი. ყველა ამბობდა, რომ გიჟი ვიყავი და შანსი არ მქონდა, მაგრამ ჩვენი ბრძოლა აუცილებლად უნდა ნახოთ. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩხუბი იყო“, - აცხადებს ვოლკანოვსკი.

„ანუ დაამარცხე?“, - ჰკითხეს ალექსს, რაზეც ის ამბობს: „ეს მთავარი არაა. ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ გამძარცვეს, მაგრამ ეს მთავარი არაა. ჩემი ქამარი ჯიუ-ჯიცუს სპეციალისტთან დავიცავი (ბრაიან ორტეგას გულისხმობს). ამბობდნენ, რომ თუ მახრჩობელა ილეთზე დამიჭერდა, შანსი არ მექნებოდა და ძლიერ გილიოტინაში აღმოვჩნდი. მთელი მსოფლიო გაჩერდა და ეგონათ, რომ ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ გამოვძვერი და მოვიგე. ეს უნდა გენახათ, საოცრება იყო.

BMF-ის ტიტულისთვის ბრძოლა? სიგიჟე იყო და ჰოლოუეიმ ბოლო 10 წამში მოიგო. ეს ტიპი (მაქსზე საუბრობს) 3-ჯერ მყავს დამარცხებული. ჩემი ხომ გჯერათ ბიჭებო?! დამამტკიცებელი მასალაც მაქვს, მაგრამ ტელეფონი დამიჯდა. მოკლედ, რემატჩზე მაქვს საფიქრალი და უნდა წავიდე, ვივარჯიშო“,- ასე დაასრულა „ვოლკმა“ თავისი ვიდეო და არაფრად ჩააგდო ის ფაქტი, რომ საქმე დასრულებული არ იყო.

შეგახსენებთ, რომ ვოლკანოვსკი ილია თოფურიამ დაანოკაუტა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი წაართვა, რის შემდეგაც „ელ მატადორი“ Pound for Pound რეიტინგში შევიდა და მე-ადგილი დაისაკუთრა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევლოევის დამცინავი პოსტი | მოვსარმა ილია თოფურიას მიმართა
ევლოევის დამცინავი პოსტი | მოვსარმა ილია თოფურიას მიმართა