მატია ჯანი
Aa
Aa

ტრაგედია იტალიაში - 26 წლის ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა

კიდევ ერთი უბედური შემთხვევა საფეხბურთო სამყაროში - იტალიის მოყვარულ ფეხბურთელთა ლიგაში „კამპი ბიზენცისა“ და „ლანჩიოტოს“ მატჩის დროს, სტუმართა კლუბის ფეხბურთელმა მატია ჯანიმ გონება დაკარგა, რის გამოც მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს და სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

შეუძლოდ ჯანი მაშინ გახდა, როდესაც ის თავის საჯარიმოში იდგა და ბურთის მიღებას ელოდებოდა. როგორც ფეხბურთელები, ასევე სამედიცინო შტაბის წევრები მისთვის გულის მასაჟების ჩატარებას შეეცადნენ, მაგრამ გონზე ვერ მოიყვანეს. 26 წლის მოთამაშე სიკვდილს ფლორენციის ერთ-ერთ საავადმყოფოში მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდა, თუმცა უშედეგოდ.

მომხდარი ტრაგედიის გამო მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ფიფამ განაცხადა, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში მისი ეგიდით ჩასატარებელი ყველა მატჩი ჯანის ხსოვნის საპატივსაცემოდ წუთიერი დუმილით დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უდინეზე - რომა შეწყდა - ნდიკა სიკვდილს გადაურჩა
უდინეზე - რომა შეწყდა - ნდიკა სიკვდილს გადაურჩა