არსენალი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, დეკლან რაისი
Aa
Aa

“ჯერ არაფერი დასრულებულა“ - დეკლან რაისი იმედს არ კარგავს

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლონდონის „არსენალმა“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. „მეთოფეებმა“ „ასტონ ვილას“ უმასპინძლეს, 0:2 წააგეს და სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაკარგეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, დეკლან რაისმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერ არაფერი დასრულა.

რა თქვა რაისმა?

„ჯერ არაფერი დასრულებულა. ჩვენ წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვართ. ვფიქრობ, ბრძოლის გასაგრძელებლად მზად ვართ. ჯერ კიდევ შეგვიძლია იმის მიღწევა, რაც ასე ძალიან გვინდა. პრემიერ ლიგაში კიდევ ბევრი გადატრიალება იქნება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“

შეგახსენებთ, რომ „არსენალთან“ ერთად თავისი მატჩი „ლივერპულმაც“ დათმო. არტეტას და კლოპის გუნდს თანაბარი 71-71 ქულა აქვთ და მეორე/მესამე ადგილს იყოფენ. პირველ პოზიციას 73 ქულით „მანჩესტერ სიტი“ იკავებს.

აღსანიშნავია, რომ „ლივერპულს“ და „არსენალს“ „მანჩესტერ სიტიზე“ გაცილებით რთული კალენდარი აქვთ.

„ლივერპულის“ დარჩენილი მატჩები:

„ფულემი“(სტუმრად), „ევერტონი“(სტუმრად), „ვესტ ჰემი“(სტუმრად), „ტოტენჰემი“, „ასტონ ვილა“(სტუმრად), „ვულვზი“.

„არსენალის“ დარჩენილი მატჩები:

„ვულვზი“(სტუმრად), „ჩელსი“, „ტოტენჰემი“(სტუმრად), „ბორნმუთი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“(სტუმრად), „ევერტონი“.

„მანჩესტერ სიტის“ დარჩენილი მატჩები:

„ბრაიტონი“(სტუმრად), „ნოტინგემი“, „ვულვზი“, „ფულემი“(სტუმრად), „ტოტენჰემი“(სტუმრად), „ვესტ ჰემი“.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მეტი შეგვიძლია - ჩაბი ალონსო ჩემპიონობის შემდეგ
მეტი შეგვიძლია - ჩაბი ალონსო ჩემპიონობის შემდეგ