ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, დევიდ უები
Aa
Aa

„გასახდელში ყოფნა საკმაოდ ემოციური იყო, ბევრი ცრემლი დაიღვარა“ - სანიოლის ასისტენტი

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტი, დევიდ უები ბრიტანულ The Athletic-თან ინტერვიუში ევრო 2024 კვალიფიკაციასა და იმ ემოციებზე საუბრობს, რომელიც ჩვენმა გუნდმა ამ წარმატების შემდეგ გამოიარა.

დევიდ უები:

კვალიფიკაციის შემდეგ გასახდელში ყოფნა წარმოუდგენელი იყო და ასევე, საკმაოდ ემოციურიც. ბევრი ცრემლი დაიღვარა... ბედნიერების ცრემლები. ეს ბევრს ნიშნავდა... ეს დაწერილი ისტორიაა და ამას თამასის დასრულებისთანავე, გუნდის ავტობუსშიც შეიგრძნობდით. ამ თამაშის შემდეგ თბილისში გამარჯვების აღლუმი ჩატარდა.

ჩვენ ერთ-ერთ მთავარ მონუმენტურ მოედანზე გავჩერდით, სადაც 30 ათასზე მეტი გულშემატკივარი იყო, შესაძლოა ბევრად მეტიც... დიდი ზეიმი გაიმართა.

ამოცანა ევრო 2024-ზე:

ჩვენს ჯგუფში გამორჩეული გუნდი პორტუგალიაა, რომელსაც უფრო ცნობადი სახელები ჰყავს: კრიშტიანუ რონალდუ, რუბენ დიაში, ბრუნო ფერნანდეში, ბერნანდუ სილვა... მაგრამ ჩეხეთიც საკმაოდ სოლიდური გუნდია, რომელსაც კარგი საკვალიფიკაციო ეტაპი ჰქონდა. ასევე, გამოსარჩევია თურქეთი ვინჩენცო მონტელას ხელმძღვანელობით, მას დიდი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა.

ნამდვილად შეგვიძლია, რომ ყველა თამაშში კონკურენტუნარიანები ვიყოთ და იმედია, საკუთარ თავებს არ დავზოგავთ. ამ ფორმატის ტურნირზე არასდროს იცი რა მოხდება.

შეგახსენებთ, რომ დევიდ უები ვილი სანიოლის ასისტენტი ანალიტიკური მიმართულებით გასული წლის სექტემბერში გახდა.

ჩვენმა გუნდმა გადამწყვეტ მატჩში 26 მარტს, საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატი მიმდინარე წლის 14 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი თურქეთის (18 ივნისი), ჩეხეთისა (22 ივნისი) და პორტუგალიის (26 ივნისი) ნაკრებები იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა ანათებს, შეუჩერებელი ხდება“ - კვარას თამაშს იტალიური მედია აფასებს
„როცა ანათებს, შეუჩერებელი ხდება“ - კვარას თამაშს იტალიური მედია აფასებს