სანდრო მამუკელაშვილი, სიდი სისოკო
Aa
Aa

„ქართულად ლაპარაკობს ოღონდ ბევრი ცუდი სიტყვა იცის“ | მამუ თანაგუნდელზე

„სან ანტონიო სპურსის“ კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა „მემფის გრიზლისთან“ გამართული მატჩის შემდეგ, ერთ-ერთ თანაგუნდელზე, სიდი სისოკოზე ისაუბრა. „მამუმ“ თქვა, რომ სისოკოს ქართული ესმის, თუმცა, ბევრი ცუდი სიტყვა იცის.

„სიდი სისოკო დაუჯერებელი კალათბურთელია და მისი პერსპექტივით აღფრთოვანებული ვარ. ბრწყინვალე ფიზიკა აქვს და შესანიშნავი თანაგუნდელია. სიდიმ ქართული ენაც იცის. სერიოზულად ვამბობ, ქართულად ლაპარაკობს, რადგან ესპანეთში ქართველი თანაგუნდელები ჰყავდა, ამან კი ძალიან დაგვაახლოვა. ქართულად ბევრი კარგი სიტყვა არ იცის, მაგრამ ბევრი ცუდი სიტყვა ნამდვილად იცის“.

ცნობისთვის, მამუკელაშვილმა „მემფისის“ წინააღმდეგ ორმაგი დუბლი მიითვალა და 11 ქულა, 16 მოხსნა (4 შეტევაში), 4 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება გააკეთა, მის პასივში კი 2 დაკარგვა და 1 პერსონალური ფოლი იყო. სანდრომ 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

სისოკოს რაც შეეხება, 2021-22 წლების სეზონში, ის „ბასკონიაში“ თამაშობდა და ესპანულ კლუბში, „ირაურგიში“ იყო განათხოვრებული. სიდი 20 წლისაა და პერსპექტიულ კალათბურთელად ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვემბანიამასთან ერთად ქართულ რესტორანში ვიყავი“ | რა თქვა მამუმ მატჩის შემდეგ
„ვემბანიამასთან ერთად ქართულ რესტორანში ვიყავი“ | რა თქვა მამუმ მატჩის შემდეგ