ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

ბარსელონას და პსჟ-ის ინტერესი | დე ლაურენტისმა ხვიჩას ფასი დაადო?

ცნობილი იტალიური გამოცემა Il Mattino ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე წერს. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ „ნაპოლის“ შემტევის შეძენით „ბარსელონა“ და პსჟ არიან დაინტერესებულები და დიდი შანსია, რომ კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთოს.

რა წერია სტატიაში:

კვარაცხელიას მომავალი გარკვეულწილად ბალანსშია. მას ორი ვარიანტი აქვს: კონტრაქტის განახლება გაუმჯობესებული ანაზღაურებით, ან 100 მილიონად დამშვიდობება. მეორე ვარიანტი აურელიო დე ლაურენტისსაც აწყობს. კლუბის პრეზიდენტი ოსიმენის მსგავსად, კვარაცხელიასაც 100 მილიონ ევროდ გაუშვებს, რის შემდეგაც ნეაპოლში მომჩივანი აღარ დარჩება. კვარაცხელიას სეზონის ბოლოს კონტრაქტის გაუმჯობესება სურს. ამ დროისთვის, მისი ანაზღაურება 1.4 მილიონი ევროა, სეზონის ბოლოს კი საგრძნობლად გაიზრდება. ამის მიუხედავად, ევროპის კლუბებს მასზე აუქციონი აქვთ გამოცხადებული. დე ლაურენტისს ფრთხილად ყოფნა მართებს, რადგან „ბარსელონას“ შემდეგ ქართველის შეძენით პსჟ-ც დაინტერესდა. ფრანგებს მბაპეს შემცვლელის პოვნა სურთ, ამის ერთ-ერთი კანდიდატი კი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ გასული სეზონის დასაწყისში შეუერთდა და პირველივე წელს სკუდეტოს გამარჯვებული და სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ში 28 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნებისმიერთან შეგვიძლია თამაში“ | სანიოლის ასისტენტი ევრო 2024-ზე
„ნებისმიერთან შეგვიძლია თამაში“ | სანიოლის ასისტენტი ევრო 2024-ზე