ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

კვარა და ბარსელონა | აურელიო დე ლაურენტისის პასუხი ბლაუგრანას

ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, AS-მა რამდენიმე დღის წინ, ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერა და გვაუწყა, რომ მისით „ბარსელონაა“ დაინტერესებული. AS-ის მიხედვით, „ბლაუგრანა“ „ნაპოლის“ დაუკავშირდა და „კვარას“ შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

ნეაპოლური გაზეთის, Il Mattino-ს დღევანდელ ნომერში სწორედ ქართველი ფეხბურთელის მომავალია განხილული. იტალიურ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა, რომ კლუბის პრეზიდენტისთვის, აურელიო დე ლაურენტისისთვის კვარაცხელია ხელშეუხებელია და Il Mattino-ც ამას ადასტურებს.

როგორც ირკვევა, „პარტენოპეის“ პრეზიდენტმა „ბარსელონას“ წარმომადგენლები უკვე უარით გაისტუმრა. ხვიჩას გარდა, ისინი სტანისლავ ლობოტკას ტრანსფერითაც ინტერესდებოდნენ და ნეაპოლელები არც მის გაშვებას აპირებენ. Il Mattino-ს მიხედვით, დე ლაურენტისი „კვარას“ ახალ კონტრაქტს უმზადებს და მისი ხელფასის გაზრდას უახლოეს მომავალში გეგმავს.

ცნობისთვის, სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩამ „ნაპოლის“ მაისურით 28 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებდა და „ატალანტასთან“ გამართული მატჩი გამოტოვა. ხვიჩა „მონცასთან“ დაბრუნდა და საგოლე გადაცემა მიითვალა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ალთუნაშვილი: რონალდუ? 2026 წლის მუნდიალზე მესის წინააღმდეგ ვითამაშებთ
    ალთუნაშვილი: რონალდუ? 2026 წლის მუნდიალზე მესის წინააღმდეგ ვითამაშებთ