როი კინი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

„ამ განცხადების გაკეთებამდე ალბათ ღვინო დალია“ | როი კინი ერიკ ტენ ჰაგზე

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა, როი კინი „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ თავკაცის, ერიკ ტენ ჰაგის განცხადებას გამოეხმაურა. კინის თქმით, „მანჩესტერი“ პატარა კლუბივით თამაშობს და პრესასთან შეხვედრამდე, ტენ ჰაგმა სავარაუდოდ, რამდენიმე ჭიქა ღვინო დალია.

„აშკარაა, რომ თამაშის შემდეგ, ტენ ჰაგმა რამდენიმე ჭიქა ღვინო დალია. არ ვიცი, რამდენად ძლიერი ღვინო იყო, მაგრამ მხიარული ჩანდა და ამის გამო, ჩემგან პატივისცემას იმსახურებს, რადგან დაინახა ის, რასაც ამ მომენტში, მე ნამდვილად ვერ ვხედავ.

მანჩესტერი სატურნირო ცხრილის შუაში მყოფი პატარა კლუბივით თამაშობს და გაუგებარია, რის ხარჯზე სურთ კონკრეტული თამაშების მოგება. ამ წუთისთვის, მანჩესტერი ასტონ ვილასთან და ტოტენჰემთან მეოთხე-მეხუთე ადგილებისთვის იბრძვის და მათ ბევრით ჩამორჩება. სწორედ ამიტომ, ტენ ჰაგის ოპტიმიზმს ვერ ვიზიარებ. შეიძლება, იმიტომ, რომ ასაკში ვარ”.

ცნობისთვის, პრემიერ ლიგის 31-ე ტურში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. „წითელ ეშმაკებს“ 49 ქულა აქვთ და „ტოტენჰემსა“ და „ასტონ ვილას“ 11 ქულით ჩამორჩებიან. ტენ ჰაგის განცხადებას რაც შეეხება, ის შეგიძლიათ, ამ ბმულზე იხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუს 23 წუთი და +17 | 2 ოვერტაიმი და სან ანტონიოს დრამატული მარცხი
მამუს 23 წუთი და +17 | 2 ოვერტაიმი და სან ანტონიოს დრამატული მარცხი