სტივ მაკმანამანი
Aa
Aa

ეს წესი ფეხბურთს აფუჭებს | მაკმანანის აზრით, ბაიერნის კარში პენალტი არ უნდა დაენიშნათ

სტივ მაკმანამანმა ევროპულ ტურნირებზე ხელით თამაშის წესის გაუქმება მოითხოვა, რაც ჩემპიონთა ლიგის ორივე ნახევარფინალში მიღებულმა ორმა საკამათო გადაწყვეტილებამ გამოიწვია. არსენალი და მიუნხენის ბაიერნი მადრიდის ატლეტიკოსა და პსჟ-ს წინააღმდეგ გამართულ პირველ ნახევარფინალურ მატჩებში დანიშნული პენალტების გამო დაზარალდნენ.

„მეტროპოლიტანოზე“ მეორე ტაიმის დასაწყისში მარკოს ლორენტეს დარტყმული ბურთი ბენ უაითს ჯერ წვივზე, შემდეგ კი ხელზე მოხვდა, რის შემდეგაც, VAR-ზე გადამოწმების შედეგად, ატლეტიკოს სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა.

პსჟ-სა და ბაიერნის მატჩში უსმან დემბელეს დარტყმული ბურთი რიკოშეტის შემდეგ ალფონსო დევისს ხელზე მოხვდა. ამ ორი ეპიზოდის განხილვისას მაკმანამანმა ნათლად აღნიშნა, რომ ის ევროპაში ხელით თამაშის წესის მხარდამჭერი არ არის და UEFA-ს მისი გაუქმებისკენ მოუწოდა, რადგან ის „ფეხბურთს აფუჭებს“.

„ხელით თამაშის ეს წესი ფეხბურთს მართლაც აფუჭებს. ის, რაც ალფონსო დევისის წინააღმდეგ დაფიქსირდა და შემდეგ ატლეტიკოსა და არსენალის მატჩში, საშინელებაა“, - განუცხადა ლივერპულისა და მადრიდის რეალის ყოფილმა ნახევარმცველმა TNT Sports-ს.

„ეს [დევისის ეპიზოდი] უბრალოდ აღმაშფოთებელი იყო. ბურთი მას ჯერ ბარძაყზე, შემდეგ კი ხელზე მოხვდა. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ დიდი სხვაობაა იმას შორის, თუ როგორ სჯიან ასეთ ეპიზოდებს აქ, ევროპაში და როგორ პრემიერ ლიგაში. მიდგომები ერთმანეთს ძალიან დაშორდა, რადგან ახლა უკვე ყველაფერზე პენალტს ნიშნავენ. მათ უბრალოდ უნდა გააუქმონ ეს [ხელით თამაშის] წესი. ხელით თამაშის ირგვლივ ატეხილი ეს ამბები ფეხბურთს აფუჭებს, წარმოიდგინეთ, რომ ამის თქმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გვიწევს.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები