მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ტიმ უელჩი
Aa
Aa

„მერაბს შონის დასაჭერად ჯოჯოხეთის გამოვლა მოუწევს“ - ომალის მწვრთნელი ბრძოლის სცენარზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის, შონ ომალის მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა The Schmo-სთან ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შესაძლო სცენარზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „მანქანას“ ომალის დამარცხების ნაკლები შანსი ექნება.

რას ამბობს უელჩი:

დვალიშვილი შეტევაში თავიდანვე აქტიურად წავა, „თეიქდაუნის“ გაკეთებას ეცდება... როდესაც იძულებული ხარ, რომ შონის წინააღმდეგ რაღაც გააკეთო, მაშინ დიდია ალბათობა, რომ იატაკზე დაგდებულმა გაიღვიძო და ჭერში ნათურებს შეხედო.

მერაბს მის დასაჭერად ჯოჯოხეთის გამოვლა მოუწევს, მაგრამ თუ ამას მოახერხებს, ჩვენ ამ კომპონენტშიც შეგვიძლია სრულიად ახალი თამაშის შეთავაზება.

შეგახსენებთ, რომ შონ ომალიმ ბოლო საჩემპიონო ბრძოლაში მარლონ ვერა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, მერაბ დვალიშვილმა კი ჰენრი სეხუდოს მოუგო და ქამრისთვის ბრძოლის შანსი კიდევ უფრო განიმტკიცა.

შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლა დიდი ალბათობით მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბს შუგასნაირი მეტოქე არასდროს ჰყოლია“ | ომალის მწვრთნელი დვალიშვილზე
„მერაბს შუგასნაირი მეტოქე არასდროს ჰყოლია“ | ომალის მწვრთნელი დვალიშვილზე