საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

ბალტაკოსი: საქართველოსთან უფრო აგრესიულად უნდა გვეთამაშა

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ტაკის ბალტაკოსი თვლის, რომ მისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს თბილისში ერთა ლიგის ფინალში უფრო მეტი სითამამითა და აგრესიით უნდა ეთამაშა.

„გუსტავო პოიეტმა და მისმა შტაბმა ერთა ლიგის პირველი ეტაპი კარგად გაიარეს, შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპზე საფრანგეთისა და ნიდერლანდების ჯგუფშიც კარგად გამოიყურებოდნენ, თუმცა პლეი-ოფის ფინალში საქართველოსთან მატჩზე ამას ვერ ვიტყვი.

წმინდა საფეხბურთო საკითხებზე საუბარი არ მსურს, თუმცა ჩვენი ფედერაციის აღმასკომის წევრების უმრავლესობას ერთი პოზიცია აქვს. ისინი თვლიან, რომ საქართველოსთან უფრო აგრესიულად უნდა გვეთამაშა.

მინდოდა, რომ პოიეტი მოსულიყო და ამ თემებზე პირდაპირ გვესაუბრა. გასული წლის შემოდგომაზე მას ასისტენტებთან პრობლემები შეექმნა და ამაზე საჯაროდ ისაუბრა, რაც მოსაწონი არ იყო“.

- განაცხადა ბალტაკოსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს ოფიციალური მატჩი ისტორიაში პირველად მოუგო. ვილი სანიოლის გუნდი გერმანიაში თავის პირველ და ისტორიულ შეხვედრას 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბარსა დიდი გუნდია და დიდი ფეხბურთელით ინტერესდება, გასაკვირი არაფერია...“
„ბარსა დიდი გუნდია და დიდი ფეხბურთელით ინტერესდება, გასაკვირი არაფერია...“