ანა ლაპიაშვილი, მაია ბოჭორიძე
Aa
Aa

ოქროს მედალი - ტანმოვარჯიშეების მორიგი წარმატება

პორტუგალიაში მიმდინარე ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. სინქრონული ხტომების დისციპლინაში ანა ლაპიაშვილისა და მაია ბოჭორიძის დუეტმა საუკეთესო შედეგი აჩვენა. ქართველმა სპორტსმენებმა ჩვენი ქვეყნის გუნდს 46.300 ქულა მოუტანეს და მეორე-მესამე ადგილებზე გასულ აზერბაიჯანისა (44.410) და პოლონეთის ნაკრებებს (44.350) სოლიდური უპირატესობით აჯობეს.

ლაპიაშვილი-ბოჭორიძის დუეტის წარმატებამდე, საქართველოს ნაკრებმა წინა დღეებშიც უმაღლესი დონის შედეგები აჩვენა. ბატუტზე ხტომაში საქართველოს ქალთა ნაკრები, რომლის რიგებშიც მარიამ რაგიმოვა, ანანო აფაქიძე, თეონა ჯანჯღავა და ლუბა გოლოვინა ასპარეზობდა, ვერცხლის პრიზიორი გახდა. ქართველებზე უკეთესი შედეგი ტურნირზე მხოლოდ ფრანგებმა აჩვენეს. ორი დღის წინ კი ამავე ტურნირზე ახალგაზრდებს შორის საქართველოს გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბატუტზე მხტომელების დიდი წარმატება - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ბატუტზე მხტომელების დიდი წარმატება - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია