კრიშტიანუ რონალდუ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

საქართველოსთან და სხვებთან - რა რეკორდებს უმიზნებს რონალდუ ევროზე?

ისტორიაში არ არსებობს არცერთი ფეხბურთელი, რომელსაც კარიერაში 4-ზე მეტ ევროპის ჩემპიონატზე ეთამაშა, თუმცა არსებობს კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ივნისში თავის მე-6 ევროპას ითამაშებს.

39 წლის რონალდუს გერმანიის ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე რეკორდის დამყარების შანსი ექნება და შესაძლოა მან ეს საქართველოს ნაკრებთან მატჩშიც გააკეთოს.

რა რეკორდებს უმიზნებს რონალდუ?

ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც გოლი გაიტანა, ავსტრიელი ივიცა ვასტიჩია. 2008 წლის ევროზე ის 38 წლის და 257 დღის იყო. რონალდუ უკვე 39 წლის არის და თუ გაიტანს რეკორდი მისი იქნება.

გოლი და თამაში ფინალში - ამ მხრივ ყველაზე ასაკოვანი ლეონარდო ბონუჩია, რომელმაც ევრო 2020-ზე ფინალში ინგლისს გაუტანა და ის იმ მომენტში 34 წლის და 71 დღის იყო. და მხოლოდ ფინალში თამაშს რაც შეეხება, ეს რეკორდი იენს ლემანის ანგარიშზეა - 2008 წლის ევროზე, 38 წლისა და 232 დღის.

ყველაზე ასაკოვანი, ვინც ევროზე ითამაშებს - ეს რეკორდი ლოთარ მათეუსს ეკუთვნის, რომელმაც ევრო 2000-ზე 39 წლისა და 91 დღის ასაკში ითამაშა. რონალდუს ამ რეკორდის მოხსნაც შეუძლია.

ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი - ეს რეკორდი ნიდერლანდელი არნოლდ მიურენის ანგარიშზეა - 1988 წელს ის 37 წლის და 22 დღის იყო.

და ბოლოს, პეპე - კეპლერ ლავერან დე ლიმა ფერეირა, იგივე პეპე, რომელიც 41 წლის არის და ფეხბურთის თამაშთან ერთად ეროვნულ ნაკრებშიც დღემდე ასპარეზობს. თუ პეპე ნაკრებში დარჩება და ევროზე ითამაშებს, კრიშტიანუს ზემოხსენებული რეკორდების უმრავლესობას წაართმევს და ისტორიაში თავად შევა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალია საქართველოს ნაკრებს 26 ივნისს გელზენკირხენში დაუპირისპირდება. რონალდუს თავისი ახალი რეკორდების დასამყარებლად მინიმუმ 3 მატჩი ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FourFourTwo: საქართველო ევრო 2024-ზე სტატისტის როლში არ იქნება
FourFourTwo: საქართველო ევრო 2024-ზე სტატისტის როლში არ იქნება