ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან - რომელ ადგილზეა ხვიჩა

ცნობილმა სატრანსფერო პორტალმა, Transfermarkt-მა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომელსაც საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს.

ხვიჩას შემდეგ მეორე პოზიციაზე უკრაინის ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ მარცხენა მცველი, ოლეკსანდრ ზინჩენკოა, მესამე პოზიციაზე კი რუსეთის ნაკრებისა და „მონაკოს“ ფეხბურთელი, ალექსეი გოლოვინი.

ფეხბურთელთა ათეული ასე გამოიყურება:

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივლისში გადავიდა და პირველივე სეზონში კლუბთან ერთად სერია A-ს გამარჯვებული და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ქართველმა შემტევმა „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 81 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლურ გუნდში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. ხვიჩაზე წინ მხოლოდ ნიგერიელი შემტევი, ვიქტორ ოსიმენია, რომლის შეფასებაც Transfermarkt-ის მიხედვით 110 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კინი: პრემიერ ლიგაში რომ ვმუშაობდე, უპირველესად არაბიძეს წავიყვანდი
კინი: პრემიერ ლიგაში რომ ვმუშაობდე, უპირველესად არაბიძეს წავიყვანდი