საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ცნობილია როდის დაიწყება უეფა-ს პორტალზე საქართველოს მატჩების ბილეთების გაყიდვა

ევრო 2024-ზე, საქართველოს ნაკრების მატჩების ბილეთების გაყიდვა უეფა-ს ოფიციალური პორტალის საშუალებით მოხდება. რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა დღე და საათი, როცა „ჯვაროსნების“ გულშემატკივრებს მათთვის განკუთვნილი ბილეთების შეძენა შეეძლებათ.

„მილოცვები საქართველოს და კეთილი იყოს თქვენი ევრო 2024-ზე მობრძანება. საქართველოს ნაკრების ქომაგებისთვის ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს, თბილისის დროით, 13:00-დან დაიწყება. დამატებითი დეტალები უახლოეს მომავალში იქნება მოწოდებული“, - წერს უეფა.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში მოვხვდით და ჩვენი მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან. პირველ მატჩს დორტმუნდში გავმართავთ და თურქეთს დავუპირისპირდებით. მეორე ტურში ჩვენი მეტოქე ჩეხეთი იქნება, დასკვნით მატჩში კი საუკეთესოს ვინაობას პორტუგალიასთან გავარკვევთ.

გეტყვით იმასაც, რომ უეფა ევროპის ჩემპიონატისთვის ცვლილებების გატარებას გეგმავს და შესაძლოა, ეროვნული ნაკრებების განაცხადი 23-კაციანის ნაცვლად, 26-კაციანი გახდეს. გადამწყვეტი მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელების პოზიცია იქნება და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო მზადაა, მათი მოსაზრება გაითვალისწინოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იანის მეგობარი მერაბზე: „მას ზურგს უკან კიდევ აქვს შავი ლაქა“
იანის მეგობარი მერაბზე: „მას ზურგს უკან კიდევ აქვს შავი ლაქა“