ბერნარდუ სილვა, იოზუა კიმიხი, მარტინ სუბიმენდი
Aa
Aa

3 ტოპ ტრანსფერი - ჩავი დარჩენის შემთხვევაში გარანტიებს ითხოვს

„ბარსელონაში“ ჩავის გუნდში დარჩენაზე მუშაობენ. კლუბის პრეზიდენტი ლაპორტა და სპორტული დირექტორი დეკუ, ერთ აზრზე არიან - მათ ახალი მწვრთნელის მოძებნა არ სურთ.

ესპანური Mundo Deportivo-ს ცნობით, კლუბი გეგმავს, რომ ზაფხულში სერიოზულად გაძლიერდეს, რათა ჩავის დაყოლიება შეძლონ. ამისთვის რამდენიმე ტოპ ტრანსფერი იქნება საჭირო.

წყარო წერს, რომ ჩავის არ სურს ამ ზაფხულის ისე გატარება, როგორც ეს წინა ჯერზე მოხდა. ესპანელი სპეციალისტი მაღალი დონის ტრანსფერებს ითხოვდა, რასაც ამჯერად მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აუცილებლად წავა.

ჩავი თვლის, რომ ამ შემადგენლობით გუნდი მაქსიმუმს აკეთებს და უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა წარმოუდგენელია. „ბარსელონა“ მზადაა მწვრთნელის მოთხოვნების შესრულებაზე იმუშაოს და 3 ტოპ ტრანსფერი განახორციელოს. საუბარია იოზუა კიმიხზე (ბაიერნი), მარტინ სუბიმენდიზე (რეალ სოსიედადი) და ბერნარდუ სილვაზე (მანჩესტერ სიტი).

საყრდენ ზონაში ბუსკეტსის შემცვლელი, მაღალი დონის ცენტრალური ნახევარმცველი და ტოპ კლასის შემტევი - ეს ჩავის მთავარი მოთხოვნებია.

ჯერჯერობით უცნობია, მიუხედავად ამ ტრანსფერებისა მოისურვებს, თუ არა ერნანდესი დარჩენას. ასევე არც იმის გარანტიები არსებობს, რომ „ბარსა“ ზემოხსენებულ სამეულს გაიფორმებს. ლაპორტას და მის გუნდს ზაფხულისთვის ფინანსურად დიდი სამუშაოების ჩატარება მოუწევთ.

ტრანსფერები: პირველ რიგში რა უნდა გააკეთოს ბარსამ?

ლა ლიგის ფინანსური ფეარ პლეი ევროპის ტოპ 5 ლიგაში ყველაზე რთულად შესასრულებელი რამ გახლავთ. ასეთი მკაცრი პირობები არსად არის.

„ბარსელონას“ ხელფასები შემცირებაზე მუშაობა მოუწევს. ასევე რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა, რათა ახალი ტრანსფერები განახორციელონ. გარდა ამისა, კლუბს ახალი სპონსორების მოზიდვა მოუწევს, რომ კლუბში ინვესტიციებმა მოიმატოს.

თუ, ეს პირობები შესრულდა, ამის შემდეგ, მართლაც შესაძლებელი იქნება, რომ კლუბმა შემადგენლობა გააძლიეროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენის შემცვლელი - დე ლაურენტისი კონტეს მოთხოვნებზე თანახმაა
ოსიმენის შემცვლელი - დე ლაურენტისი კონტეს მოთხოვნებზე თანახმაა