თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელიას 15 წუთი და სუსტი მატჩი - ვირტუსის მე-4 მარცხი სერია A-ში

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ საკუთარ მოედანზე „პისტოიას“ დაუპირისპირდა და მოულოდნელად, 7 ქულის სხვაობით, 100:93 დამარცხდა.

შენგელია მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 15 წუთი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა ამ დროის განმავლობაში 3 ქულა, 3 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ 1-დან 1 საჯარიმო და 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.

საგულისხმოა, რომ „ვირტუსი“ მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებლად იგებდა, თუმცა, დასკვნითი მეოთხედი მეტოქესთან 22 ქულით დათმო, რამაც თამაშის ბედიც გადაწყვიტა.

25 ტურის შემდეგ, „ვირტუს ბოლონია“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 17 მოგებითა და 8 მარცხით მე-4 ადგილზე იმყოფება. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 აპრილს ევროლიგაზე, „ოლიმპია მილანოს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები