ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

რუსი პრომოუტერი: „მახაჩევი-თოფურიას ბრძოლას არანაირი აზრი არ აქვს“

ცნობილი რუსული ორგანიზაციის პრომოუშენის ხელმძღვანელმა და ისლამ მახაჩევის ახლო მეგობარმა, კამილ გაჯიევმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუს მებრძოლს „მატადორთან“ ბრძოლა არაფერში სჭირდება.

რას ამბობს გაჯიევი:

ისლამისთვის ამ ბრძოლას არანაირი აზრი არ აქვს. ეს შესაძლოა მხოლოდ უპრეცედენტო თანხის შეთავაზების შემთხვევაში მოხდეს, მაგრამ ამ ბრძოლას სუპერ-ბრძოლას ვერ ვუწოდებთ, ისეთი, როგორიც შეიძლება მახაჩევისა და ლეონ ედვარდსის ბრძოლა იყოს. თოფურიას და ისლამის ჩხუბი იქნება როგორც პატარისა და დიდი ბიჭის ბრძოლა, ისლამისთვის არანაირი რისკით. მახაჩევი ამ გამოწვევას არასდროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა ბოლოს გასული წლის ოქტომბერში იჩხუბა და სატიტულო ბრძოლაში ალექსანდრ ვოლკანოვსკი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. წარმოშობით დაღესტნელ მებრძოლს, რომელიც რუსეთის სახელით ასპარეზობს, MMA-ის ეგიდით 25 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს.

რაც შეეხება თოფურიას, ქართველმა მებრძოლმა მიმდინარე წლის 18 თებერვალს, ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში იგივე ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონობა იზეიმა. „მატადორმა“ მომდევნო მეტოქედ ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი გამოიწვია, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს ბრძოლა არ შედგება. MMA-ში ილია თოფურიას რეკორდი 15:0-ზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეგიძლია გაიქცე, მაგრამ ვერ დაიმალები“ | მერაბის სასაცილო ვიდეო ომალიზე
„შეგიძლია გაიქცე, მაგრამ ვერ დაიმალები“ | მერაბის სასაცილო ვიდეო ომალიზე