სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, სანდრო მამუკელაშვილი, დრეიმონდ გრინი, ზაკ კოლინსი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

ეფექტური ჩატენვები და ორმაგი დუბლი | მამუს კარგი მატჩი გოლდენ სტეიტთან

„სან ანტონიო სპურსის“ 3-მატჩიანი წაუგებელი სერია „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ შეწყდა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი „უორიორსს“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა და მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართა - 113:117.

„სან ანტონიომ“ პირველი ტაიმი 8 ქულით, 60:52 მოიგო, მაგრამ მესამე მეოთხედში „გოლდენ სტეიტის“ შეტევებს ვერაფერი მოუხერხა და პერიოდი 21:37 დათმო. მასპინძლები არ დანებდნენ და საფინალო სირენამდე 29 წამით ადრე, ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანეს, თუმცა ეს მათი მაქსიმუმი აღმოჩნდა.

„მამუ“ გამორჩეული იყო და მიმდინარე სეზონში პირველი ორმაგი დუბლი გაიფორმა. სანდრომ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 24 წუთი და 37 წამი გაატარა. ამ დროში, ქართველმა კალათბურთელმა 10 ქულა, 11 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა. მამუკელაშვილმა 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სანდრომ 1 სამიანი გააფუჭა და თითო-თითო დაკარგვა და ჯარიმა ჰქონდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი, სტეფ კარი გახდა, რომელმაც 33 ქულა, 8 ასისტი და 1 მოხსნა მიითვალა. დრეიმონდ გრინს 21 ქულა, 6 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა, 6 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა. კლეი ტომპსონმა 13 ქულა დააგროვა. „სან ანტონიოს“ მხრიდან ყველაზე მეტი, 32 ქულა ვიქტორ ვემბანიამამ ჩააგდო. ჯედი ოსმანმა 18 ქულა გააკეთა, ზაკ კოლინსმა - 13.

ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 18 მოგება და 57 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო გახლავთ. გრეგ პოპოვიჩის ბიჭები მომდევნო შეხვედრას 3 აპრილს გამართავენ და „დენვერ ნაგეთსს“ დაუპირისპირდებიან. „გოლდენ სტეიტს“ რაც შეეხება, „უორიორსი“ პლეიოფში მოსახვედრად იბრძვის და 40 მოგებითა და 34 წაგებით მე-10 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბილეთები უეფას პორტალზე გაიყიდება“ - დავით მუჯირის განმარტება
„ბილეთები უეფას პორტალზე გაიყიდება“ - დავით მუჯირის განმარტება