საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, დავით მუჯირი
Aa
Aa

„ბილეთები უეფას პორტალზე გაიყიდება“ - დავით მუჯირის განმარტება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „სპორტი იმედზე“-ში სტუმრობისას ევროპის ჩემპიონატის ბილეთების რეალიზებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

რა თქვა მუჯირმა:

უახლოეს დღეებში ყველა დეტალი დაზუსტდება. ბილეთებს ჰყიდის უეფას პორტალი. გაყიდვის პირველი ფაზა უკვე დასრულებულია, მხოლოდ იმ გუნდების კვოტა იყო დარჩენილი, რომლებსაც უნდა მოეპოვებინათ ადგილი ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენს თამაშებზე ჩეხეთთან, თურქეთთან და პორტუგალიასთან მეტოქეებისა და ნეიტრალური ნაწილი უკვე გაყიდულია. დარჩენილია საქართველოს ნაწილი, რომელსაც უეფა გაყიდის, რადგან ისინი არიან ექსკლუზიური მფლობელები და შესაბამისად, უეფას პორტალზე გაიყიდება ყველა ბილეთი. უბრალოდ, პროცედურულად არის რაღაც დეტალები შესათანხმებელი, რათა ჩვენ გავაკეთოთ განაცხადი ბილეთების ყიდვასთან დაკავშირებით.

დავით მუჯირის ვრცელი კომენტარი:

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური 26 მარტს მოიპოვა. ვილი სანიოლის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებები იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UEFA-სგან დეტალურ ინფორმაციას მივიღებთ - სფფ ევრო 2024-ის ბილეთებზე
UEFA-სგან დეტალურ ინფორმაციას მივიღებთ - სფფ ევრო 2024-ის ბილეთებზე