ბაიერნი, დორტმუნდი, ტომას ტუხელი, ჩაბი ალონსო, ლევერკუზენის ბაიერი
Aa
Aa

ტუხელი: “ბრძოლა დასრულდა, ლევერკუზენს ვულოცავ“

ბუნდესლიგის მორიგ ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „დორტმუნდის ბორუსიას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „რეკორდმაისტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.

ტუხელი:

„საერთო ჯამში მაღალ დონეზე ვერ ვითამაშეთ. ეს იყო საშუალო თამაში. სამწუხაროდ, ასეთ ასპარეზობას ჩვენ არასდროს შევეგუებით. არც ტემპი გვქონდა არც ვნება. მოკლედ ეს რთული ასახსნელია. ჩვენ სულ სხვა გეგმა გვქონდა, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. საბოლოო ჯამში, ბუნდესლიგისთვის ბრძოლა დასრულებულია, ლევერკუზენს ვულოცავ.“

ამ წაგების შემდეგ, „ბაიერნი“ ლევერკუზენის „ბაიერს“ 13 ქულით ჩამორჩა და ფაქტობრივად ჩემპიონის ბედი გადაწყდა.

თავის მხრივ, ალონსოს გუნდმა მიმდინარე ტურში „ჰოფენჰაიმი“ 2:1 დაამარცხა. მთელი მატჩის განმავლობაში „ჰოფენჰაიმი“ 1:0 იგებდა, თუმცა 88-ე და 91-ე წუთებზე მასპინძლებმა ტაბლოზე ანგარიში შეცვალეს და 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩილავერტი: რასიზმის პრობლემა? რა ვქნათ ჩვენ თეთრებმა? სუიციდს მივმართოთ?
ჩილავერტი: რასიზმის პრობლემა? რა ვქნათ ჩვენ თეთრებმა? სუიციდს მივმართოთ?