“ძალა ერთობაშია“ - რომან დოლიძის მილოცვა საქართველოს ნაკრებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ წარმატებას მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ცნობილი ადამიანი ეხმაურება. „ჯვაროსნები“ უამრავ მილოცვას იღებენ.
გამონაკლისი არც UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე გახდა, რომელმაც საქართველოს „ინსტაგრამის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით მიულოცა. გთავაზობთ უცვლელად.
დოლიძე:
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს ჩაერთვება. „ჯვაროსნები“ დორტმუნდში თურქეთს წინააღმდეგ ითამაშებენ.
ასევე შეგახსენებთ, F ჯგუფში საქართველო თურქეთის გარდა პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.
ცნობისთვის, რომან დოლიძე UFC-ში მორიგ ბრძოლას 2 ივნისს UFC 302-ზე გამართავს. ქართველის მოწინააღმდეგე ენტონი ერნანდესი იქნება.