მერაბ დვალიშვილი, პაულო კოსტა
Aa
Aa

„საჭმელი ისევ მომპარე?“ - მერაბმა პაულო კოსტა ქურდობაში გამოიჭირა

UFC-ის ბრაზილიელ მებრძოლ, პაულო კოსტასა და მერაბ დვალიშვილის საჭმლის სახალისო ისტორია გრძელდება. გუშინ, კოსტამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამბობდა, რომ მერაბ დვალიშვილს საჭმელი კიდევ მოჰპარა, დღეს კი სახალისო ვიდეო ქართველმა „მანქანამაც“ გაავრცელა.

„ჩემი საჭმელი კიდევ მოიპარე? კარგი რა, ძმაო... შენ ისედაც დიდი ბიჭი ხარ, მე შემომხედე, როგორი პატარა ვარ...“, - ამბობს მერაბი ვიდეოში.

ვიდეოს ბოლოსკენ „მანქანა“ და პაულო კოსტა ერთმანეთს მეგობრულად გადაეხვივნენ, რა დროსაც მერაბმა თქვა: „კარგი ბიჭია, მივცემ ჩემს საჭმელს, ოღონდ თუ ფულს გადამიხდის...“

შეგახსენებთ, რომ პაულო კოსტამ ვიდეო გუშინ გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობდა:

„UFC Performance Institute-ში ვიმყოფებით და ესაა ადგილი, სადაც სპორტსმენთა საჭმელები ინახება. მოდი, ვნახოთ, დღეს ვის საჭმელს ავიღებ. მერაბ დვალიშვილის საჭმელი მომწონს, საუკეთესო ვარიანტია. ქართული სამზარეულო ძალიან მაგარია. მერაბ, მადლობა. შენ წონის მომატება არ გჭირდება, მე მჭირდება“.

ცნობისთვის, UFC Performance Institute-ი UFC-ის საკუთრებაში არსებული დაწესებულება, რომელიც მებრძოლებს წონასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ვარჯიშში ეხმარება, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავს და სპორტსმენებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მახაჩევი: ვოლკანოვსკის თოფურიასთან არ უნდა ეჩხუბა, მისი გუნდი შეცდა
მახაჩევი: ვოლკანოვსკის თოფურიასთან არ უნდა ეჩხუბა, მისი გუნდი შეცდა