ბუფონი, დე როსი, კიელინი და ბარძალი ნაკრებიდან წავიდნენ
Aa
Aa

ბუფონი, დე როსი, კიელინი და ბარძალი ნაკრებიდან წავიდნენ

იტალიის ნაკრებს, გუშინდელი ფიასკოს შემდეგ, რამდენიმე ვეტერანი დაემშვიდობა.

ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ ისედაც ყველაფერი კარგად ვიცოდით, თუმცა მის გარდა, ეროვნული გუნდის დატოვების შესახებ ანდრეა ბარძალიმ, ჯორჯო კიელინიმ და დანიელე დე როსიმაც გამოაცხადეს.

ბარძალი "სკუადრა აძურას" ფორმით 2004 წლიდან თამაშობდა და მისი მაისურით 73-ჯერ ითამაშა. 2006 წელს კი მასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2004 წლიდან ნაკრების წევრი იყო დანიელე დე როსი და ისიც მსოფლიო ჩემპიონია, ჯამში კი ეროვნული გუნდის ღირსება 117 შეხვედრაში დაიცვა.

აღნიშნულ ფეხბურთელთაგან ერთადერთი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი არ ყოფილა, ჯორჯო კიელინია. "აძურას" წევრი ისიც 2004 წლიდანაა, თუმცა 2006 წლის მუნდიალის განაცხადში ვერ მოხვდა. კიელინიმ ნაკრებში 96 თამაში ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები