აურელიო დე ლაურენტისი, მაურიციო სარი, კლაუდიო ლოტიტო
Aa
Aa

დე ლაურენტისმა სარი დაამცირა - მისი ნაპოლიში დაბრუნება გამოირიცხა

„ლაციოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაურიციო სარის გადადგომის შემდეგ, იტალიურ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის „ნაპოლიში“ დაბრუნდებოდა და მომავალი სეზონიდან ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელების მთავარი მწვრთნელი გახდებოდა. თუმცა, პარტენოპეის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის განცხადებამ ყველაფერი შეცვალა და მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება გამორიცხა.

რა თქვა დე ლაურენტისმა

მან შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება მიიღო. სარი პროფესიონალ მწვრთნელად ჩემს თვალწინ ჩამოყალიბდა და აქამდეც უნდა მიმხვდარიყო, რომ როდესაც კონტრაქტს აფორმებ, ვალდებული ხარ ის ბოლომდე შეასრულო. ეს ელემენტარულად გუნდის, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების პატივისცემაა. პოსტის დატოვება ძალიან ადვილია და ამას ძირითადად წარუმატებელი, არშემდგარი ადამიანები აკეთებენ. არა მგონია ლაციოს პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო იმდენად აგრესიული იყოს, რომ მასთან მუშაობა შეუძლებელი ჩანდეს.

სარიმ რომაული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა. „ნაპოლიში“ კი 2015 წლის 12 ივნისიდან 2018 წლის 23 მაისამდე მუშაობდა და ამ ხნის განმავლობაში ნეაპოლელებმა 148 მატჩიდან 98 მოიგეს, 25 ფრედ დაასრულეს და 25-ში დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სარი ნაპოლიში? რა აფერხებს მის დაბრუნებას
სარი ნაპოლიში? რა აფერხებს მის დაბრუნებას