მაურიციო სარი, ჩირო იმობილე
Aa
Aa

თავდასხმა იმობილეს ოჯახზე - რას ედავებიან ლაციოს ფორვარდს

ჩირო იმობილესა და მისი ოჯახის წევრებს „ლაციოს“ გულშემატკივრები თავს დაესხნენ. შემთხვევაში რომში მოხდა, როდესაც ფეხბურთელსა და მის მეუღლეს სკოლიდან შვილი გამოყავდათ.

ფანების დაჯგუფებამ იმობილესთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა, თუმცა პოლიციელების აქტიური ჩარევის შედეგად ვითარება განიმუხტა. დაპირისპირების დროს, ქომაგები იმობილეს უყვიროდნენ და მაურიციო სარის წასვლაში ღიად ადანაშაულებდნენ.    

ანალოგიური შემთხვევა იმობილესთან მიმართებაში ორი დღით ადრეც მოხდა, როდესაც ის მანქანაში შვილთან ერთად იჯდა და მეუღლის სამსახურიდან გამოსვლას ელოდებოდა.

ადგილობრივ პრესაში სარის გადადგომის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმობილე და გუნდის სხვა ვეტერანი ფეხბურთელები შეგნებულად არ თამაშობდნენ საიმისოდ, რომ მწვრთნელი იძულებული გამხდარიყო თანამდებობა დაეტოვებინა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დარჩება თუ არა კვარაცხელია? დე ლაურენტისს ერთ რჩევას მივცემდი
დარჩება თუ არა კვარაცხელია? დე ლაურენტისს ერთ რჩევას მივცემდი