ხვიჩა კვარაცხელია, პაოლო სპეჩია
Aa
Aa

„ასეთი კვარაცხელია არასდროს მინახავს“ - იტალიელი მწვრთნელი ხვიჩასა და ბარსა-ნაპოლიზე

ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა და ამჟამად ცნობილმა კომენტატორმა, პაოლო სპეჩიამ რადიო Punto Nuovo-ს ეთერში „ბარსელონა“-„ნაპოლის“ მატჩზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

რას ამბობს სპეჩია:

ვფიქრობ, ახლანდელი „ბარსელონა“ „ნაპოლისთვის“ მაინც დაუძლეველი ბარიერი იქნება. მაშინაც კი, თუ გუნდი შეტევაში დიდებულად ითამაშებს, დაცვაში თამაში კვლავ პრობლემად დარჩება. ამ კომპონენტში „ნაპოლის“ კვლავ ბევრი სირთულე აქვს. თუმცა, „ბარსელონა“ დროთა განმავლობაში უფრო არადამაჯერებლად თამაშობს და ეს ნეაპოლელთათვის შეიძლება სასარგებლო იყოს. ფაქტია, რომ 1/4 ფინალში გასვლა შეცდომებით სავსე სეზონს გადაარჩენს. გუნდი მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს ნახავს და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციასაც მიიღებს.

კალცონას მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა უდავოდ გააუმჯობესა გუნდის მდგომარეობა. დიდი ზიანი, რომელიც კლუბს მიმდინარე სეზონში მიადგა, ნათელია, ამის აღმოფხვრას კი გარკვეული პერიოდი სჭირდება. ხანდახან გუნდი დიდი ძალებით, ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე უტევს და დაცვას უყურადღებოდ ტოვებს, მაგრამ თამაშში დადებითი ნიშნები აშკარად შეიმჩნევა.

კვარაცხელიას ხელახლა დაბადება? ამაში დიდი როლი კალცონას მიუძღვის, მან ამ ბიჭთან მუშაობა კარგად დაიწყო და ახლა ქართველის მენტალური მდგომარეობაც გაუმჯობესებულია. „ტორინოს“ წინააღმდეგ კვარა არაჩვეულებრივი იყო, ასეთი სრულყოფილი არასდროს მინახავს. ბრწყინვალე იყო და იმედი მაქვს, „ბარსელონაშიც“ ასეთი იქნება.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს გასულ ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ „ტორინოსთან“ გამოიჩინა თავი და ზედიზედ მესამე მატჩში შეძლო გოლის გატანა. მისმა გუნდმა მატჩი ფრედ, 1:1 ითამაშა, თუმცა, ხვიჩა ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

რაც შეეხება „ბარსელონასთან“ ჩემპიონთ ლიგის 1/8 ფინალურ დაპირისპირებას, გუნდებს შორის პირველი მატჩი დიეგო მარადონას სტადიონზე ფრედ, 1:1 დასრულდა, საპასუხო შეხვედრა კი კატალონიაში 12 მარტს, საქართველოს დროით 23:45 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთავარი საფრთხე ბარსელონასთვის“ | კაპელო ხვიჩასა და ნაპოლი-ბარსაზე
„მთავარი საფრთხე ბარსელონასთვის“ | კაპელო ხვიჩასა და ნაპოლი-ბარსაზე