ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი
Aa
Aa

„მერაბი უნდა გამოეწვია და არა ილია“ | ალჯომ შონ ომალიზე ისაუბრა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა შონ ომალიზე ისაუბრა. „ალჯოს“ თქმით, მარლონ „ჩიტო“ ვერას დამარცხების შემდეგ, მოქმედ ჩემპიონს მერაბ დვალიშვილი უნდა გამოეწვია და არა ილია თოფურია.

„მერაბს ომალისთან რთული ბრძოლა ელოდება. შონს უზუსტესი მარჯვენა და მარცხენა ხელი აქვს და ფეხით განხორციელებული დარტყმებით დისტანციასა და ბრძოლის ტემპს აკონტროლებს, თუმცა, თუ დვალიშვილმა თეიქდაუნი შეასრულა, რაც უფრო დიდი დრო გავა, მით მეტი შანსი ექნება. ომალიმ მაგრად იჩხუბა და ბრწყინვალე იყო, მაგრამ ბრძოლის შემდეგ, მერაბი უნდა გამოეწვია და არა ილია თოფურია. ღირსეულად უნდა მოქცეულიყო და იმის თქმა, რომ დენას ესპანეთში გასამგზავრებლად თვითმფრინავი მოემზადებინა, სასაცილო იყო.

შონ, საერთოდ რაზე ლაპარაკობ? ქამარი დაიცავი მებრძოლთან, რომელიც ტოპ 5-შიც კი არ იყო. სპეციალურად შეიყვანეს ტოპ 5-ში, რათა დაეტოვებინათ შთაბეჭდილება, თითქოს ძლიერ მეტოქეს შეხვდი. ვის მოუგო ჩიტომ და რით დაიმსახურა ტოპ 5-ში შესვლა? პედრო მუნიოსის დამარცხებით, რომელმაც UFC 299-ზე კაილერ ფილიფსთან წააგო? სისულელეა.

ომალიმ გაიმარჯვა, მაგრამ გაიმარჯვა მებრძოლთან, რომელთანაც მის მოგებას ყველა ველოდებოდით. თუ ღირსეული ჩემპიონობა უნდა, საუკეთესო მებრძოლები უნდა გამოიწვიოს და მერაბი პირველია. იმედია, მის მომდევნო ბრძოლას დვალიშვილის წინააღმდეგ ვიხილავთ. ეს ქომაგებისთვის და საქართველოსთვის საინტერესო ჩხუბი იქნება. მერაბმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა. შონ, იყავი ნამდვილი განგსტერი და გამოიწვიე საუკეთესო მეტოქეები“.

შეგახსენებთ, რომ UFC 299-ზე შონ ომალიმ ჩიტო ვერა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. ბრძოლის შემდეგ ამერიკელმა მებრძოლმა ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია გამოიწვია, თუმცა, ასევე განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილის დასამარცხებლადაც მზადაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კალცონას მთავარი მიღწევა კვარას უკავშირდება“ | Mundo Deportivo ნაპოლიზე
„კალცონას მთავარი მიღწევა კვარას უკავშირდება“ | Mundo Deportivo ნაპოლიზე