ხვიჩა კვარაცხელია, ჩავი ერნანდესი, ვიქტორ ოსიმენი, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

„კალცონას მთავარი მიღწევა კვარას უკავშირდება“ | Mundo Deportivo ნაპოლიზე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, „ბარსელონას“ მეტოქე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ გახლავთ. ამ გუნდების პირველი შეხვედრა, რომელიც ნეაპოლში გაიმართა, ფრედ, 1:1 დასრულდა და განმეორებითი მატჩი 12 მარტს არის ჩანიშნული.

„ბლაუგრანას“ მოწინააღმდეგესთან დაკავშირებით, Mundo Deportivo-მ სტატია გამოაქვეყნა. კატალონიურმა გაზეთმა „პარტენოპეის“ ახალ მთავარ მწვრთნელზე, ფრანჩესკო კალცონაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მან „ნაპოლის“ ლიდერები გამოაცოცხლა.

„ნაპოლის, რომელმაც 21 თებერვალს ბარსელონასთან ფრედ, 1:1 ითამაშა, საერთო არაფერი აქვს გუნდთან, რომელსაც ბლაუგრანა სამშაბათს შეხვდება. ფრანჩესკო კალცონამ პარტენოპეის ტრანსფორმაცია მოახდინა და სტილთან და იმიჯთან ერთად, შედეგებიც შეიცვალა. ბარსასთან მატჩის შემდეგ, ნაპოლიმ სერია A-ში 4 შეხვედრა გამართა: ფრე კალიარისთან (1:1), გამარჯვებები სასუოლოსთან (6:1) და იუვენტუსთან (2:1) და ფრე ტორინოსთან (1:1).

კალცონასთან ერთად, ნაპოლი უკეთეს ფეხბურთს აჩვენებს. მეტი ინტენსიურობა, უფრო აგრესიული პრესინგი, რაც დაკარგული ბურთების სწრაფად დაბრუნების საშუალებას იძლევა და მეტი სისწრაფე ბურთით ყოფნისას. კალცონას ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ხვიჩა კვარაცხელიასთან კავშირის დამყარება გახლავთ. 23 წლის ქართველი გარემარბისთვის კალცონასთან თანამშრომლობა კარგად არ დაწყებულა, მაგრამ „კვარამ“ თავისი ფორმა იპოვა და სერია A-ს ბოლო 4 შეხვედრაში, მან და ვიქტორ ოსიმენმა 4-4 გოლი გაიტანეს. ხვიჩას ანგარიშზე უკვე 10 გოლია, ოსიმენმა კი 11 ბურთი შეაგდო. მათ ცაცია მატეო პოლიტანო ემატებათ და ისინი ბრწყინვალე და ძლიერ ტრიდენტს ქმნიან, რომელიც ჩავის აიძულებს, დაცვაში სიფრთხილე გამოიჩინოს“, - წერს Mundo Deportivo.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ სერია A-ს 28 ტურის შემდეგ, 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ მე-4 ადგილზე მყოფ „ბოლონიას“ 7 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ სიტი ასეთი დაცემული არასოდეს მინახავს - რა თქვეს კლოპმა და გუარდიოლამ მატჩის შემდეგ
მანჩესტერ სიტი ასეთი დაცემული არასოდეს მინახავს - რა თქვეს კლოპმა და გუარდიოლამ მატჩის შემდეგ