ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ბელინგემის დისკვალიფიკაცია ძალაშია - უარი რეალს აპელაციაზე

ჯუდ ბელინგემის 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ძალაში დატოვა. მადრიდის „რეალმა” „ვალენსიასთან” მატჩში ინგლისელი ნახევარმცველის მიერ მიღებული წითელი ბარათი გაასაჩივრა, თუმცა ამან სათანადო შედეგი ვერ გამოიღო და „სამეფო კლუბის“ 5 ნომერი „სელტასთან” და „ოსასუნასთან” თანაგუნდელებს ვერ დაეხმარება.

„მესტალიაზე” გამართული შეხვედრის კომპენსირებულ დროში ბელინგემმა თავური დარტყმით ბოლო წუთზე გოლი გაიტანა, რომელიც ხესუს ხილ მანსანომ სრულიად უსამართლოდ გააუქმა. „სამეფო კლუბისა“ და მთლიანად ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა გადაწყვეტილება ემოციურად გააპროტესტა და არბიტრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც გააძევეს.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 31 შეხვედრაში 20 წლის ბელინგემმა 20 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი შეასრულა. გასულ ზაფხულს „რეალმა” ის „დორტმუნდიდან” 103 მილიონ ევროდ შეიძინა, ამჟამად კი მისი სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცვლილებაზე თავისი თავი შეიყვანა - ყენია ქართული გინებისთვის გააძევეს
ცვლილებაზე თავისი თავი შეიყვანა - ყენია ქართული გინებისთვის გააძევეს