ჩავი კარიერას სეზონის ბოლოს დაასრულებს
Aa
Aa

ჩავი კარიერას სეზონის ბოლოს დაასრულებს

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ჩავი ერნანდესი სეზონის ბოლოს აქტიურ სპორტს დაემშვიდობება.

მან ამის შესახებ დღეს კატალონიურ Sport-თან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ სამწვრთნელო საქმიანობის დაწყებას გეგმავს.

გავრცელებული ცნობებით, სამწვრთნელო ლიცენზიის მიღების შემდეგ, იგი სათავეში ყატარის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგება და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოამზადებს.

37 წლის ჩავი ამჟამად ყატარის ყველაზე ტიტულოვან კლუბ "ალ სადში" თამაშობს.

ყატარის მიმდინარე სეზონის საფეხბურთო ჩემპიონატი გაზაფხულზე დასრულდება.

მსგავსი სიახლეები