გრანადა, გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 13 ქულა - ტენერიფემ გრანადას მოუგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფემ“ „გრანადას“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 89:83 დაამარცხა.

კარგი მატჩი ჰქონდა გიორგი შერმადინს, რომელიც, ამჯერად ძირითად შემადგენლობაში არ მოგვევლინა.

მიუხედავად ამისა, ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 19 წუთი და 25 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში, გიორგიმ 13 ქულას, 4 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, ვიდორეტას გუნდს სატურნირო ცხრილში 28 ქულა დაუგროვდა და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. შემდეგ ტურში „ტენერიფე“ მადრიდის „რეალს“ ესტუმრება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები