თორნიკე შენგელია
Aa
Aa

კარგი ამბავი იტალიიდან | შენგელია მძიმე ტრავმას გადაურჩა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის მიმდინარე სეზონში მე-17 გამარჯვება „ვალენსიასთან“ იზეიმა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა 87:74 იმარჯვა, მაგრამ პირველი მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთითა 45 წამით ადრე, თოკოს პარკეტის დატოვება მოუწია.

შენგელიამ ტრავმა მიიღო, კოჭი გადაიბრუნა და გასახდელს მიაშურა. რამდენიმე წუთის წინ, „ვირტუს ბოლონიამ“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. იტალიური კლუბი იტყობინება, რომ შენგელიას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა, რომელსაც სერიოზული დაზიანება არ გამოუვლენია.

ამ ეტაპზე, შენგელიას დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია. „ვირტუს ბოლონიას“ ექიმები თორნიკეს მდგომარეობას ყოველდღიურად დააკვირდებიან და გადაწყვეტენ, თამაშის უფლება როდის მისცენ. შენგელია ევროლიგის მიმდინარე სეზონში საშუალოდ 13.9 ქულას, 5.4 მოხსნასა და 3.5 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

გეტყვით იმასაც, რომ „ვირტუს ბოლონიას“ 17 მოგება და 10 წაგება აქვს და ევროლიგის სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციას იკავებს. იტალიელები მომდევნო შეხვედრას 3 მარტს გამართავენ და სტუმრად „სასარის“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვის სურს ამის ხილვა?“ - თოფურიამ შონ ომალი გამოიწვია
„ვის სურს ამის ხილვა?“ - თოფურიამ შონ ომალი გამოიწვია