მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, დემეტრიუს ჯონსონი
Aa
Aa

„მასთან მარცხს საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი“ | მერაბმა ყველაზე პრინციპული მეტოქე დაასახელა

მერაბ დვალიშვილი ლეგენდარული მებრძოლის, დემეტრიუს ჯონსონის პოდკასტის სტუმარი იყო. „მანქანამ“ ბევრ თემაზე ისაუბრა და დაასახელა მეტოქე, რომელთან მარცხსაც საკუთარ თავს ვერასდროს აპატიებდა.

„თუ შონ ომალისთან ან მარლონ ვერასთან დავმარცხდები, რაც არ მგონია მოხდეს, პრობლემა არ მექნება, თუმცა, არის ერთი მებრძოლი, რომელთან წაგებასაც საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი. პიოტრ იანთან რომ დავმარცხებულიყავი, თავს მოვიკლავდი, რადგან ის კარგი ადამიანი არაა და თავმდაბლობა არ გააჩნია. სეხუდოსთან, ალდოსთან ან სხვა რომელიმე დიად მეტოქესთან რომ წამეგო, პრობლემა არ მექნებოდა. ვიტყოდი, რომ ჩემზე უკეთესები არიან და სულ ესაა“.

შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია. „მანქანა“ მას 2023 წლის 11 მარტს დაუპირისპირდა და მათი ბრძოლა ღონისძიების მთავარი მოვლენა იყო. მერაბი 5 რაუნდის განმავლობაში დომინირებდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.

მერაბმა იანის შემდეგ ჰენრი სეხუდოს აჯობა და საკუთარი მეგობრის, ალჯამეინ სტერლინგის რეკორდს გაუთანაბრდა. დვალიშვილს „ალჯოს“ მსგავსად, UFC-ის სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში ზედიზედ 9 ბრძოლა აქვს მოგებული (მერაბს ზედიზედ 10 გამარჯვება აქვს, მაგრამ გუსტავო ლოპესთან ბრძოლა Catchweight-ში იყო) და მომდევნო დაპირისპირებაში სტერლინგის გადასწრება შეეძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალჯო მერაბზე სახიფათოა“ | შონ ომალის სჯერა, რომ დვალიშვილს დაანოკაუტებს
„ალჯო მერაბზე სახიფათოა“ | შონ ომალის სჯერა, რომ დვალიშვილს დაანოკაუტებს