გიორგი ოჩხიკიძე
Aa
Aa

“საქართველოს ნაკრების იქს-ფაქტორი“ - FIBA გიორგი ოჩხიკიძეზე

ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სერბეთს უმასპინძლა და 63:76 დამარცხდა.

არავის გაჰკვირვებია, რომ საქართველოს თორნიკე შენგელიამ ულიდერა და საუკეთესო სტატისტიკაც დააფიქსირა, თუმცა ქართველმა მხრიდან კარგი მატჩი ჰქონდა გიორგი ოჩხიკიძეს.

19 წლის კალათბურთელის კარგი თამაში FIBA-ს არ გამოეპარა და ამომავალი ვარსკვლავების სიაში შეიყვანა.

FIBA:

„გიორგი ოჩხიკიძე საქართველოს ნაკრების იქს-ფაქტორად იქცა. მისი კარგი თამაშის წყალობით საქართველო დანიასთან და სერბეთთან მატჩში დარჩენას ახერხებდა. ჩატარებულ ორ სადებიუტო თამაშში მისი საშუალო მაჩვენებელი 8 ქულა, 1.5 ჩაჭრა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო. ამჟამად ოჩხიკიძე საქართველოში ქუთაისის ღირსებას იცავს, თუმცა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული მატჩების შემდეგ, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მისით ევროპული გუნდები დაინტერესდებიან.“

შეგახსენებთ, რომ გიორგი ოჩხიკიძემ სერბეთის წინააღმდეგ პარკეტზე 19 წუთი და 8 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში 19 წლის კალათბურთელმა 5 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. დანიასთან კი არასრულ 23 წუთში 11 ქულას და 1 პასს მოუყარა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯიკიჩი: “წაგების გამო ალიბის არ ვეძებ, ეს ჩემი სტილი არ არის"
ჯიკიჩი: “წაგების გამო ალიბის არ ვეძებ, ეს ჩემი სტილი არ არის"