ირის ანტმანი, ნინო პასიკაშვილი
Aa
Aa

“მიზანი უცვლელია“ - ანტმანის და პასიკაშვილის მატჩისწინა კომენტარები

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს გამართავს. 28 თებერვალს გუნდები ერთმანეთს მიხეილ მესხი 2-ზე დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასას მოედანზე გამართა. მოახლოებული შეხვედრის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და ნინო პასიკაშვილმა გააკეთეს.

ირის ანტმანი: „ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან მეორე შეხვედრას უცვლელი შემართებით ვხვდებით. მოთამაშეები, რომლებიც მოედანზე გავლენ უნდა აჩვენონ, რომ ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ შეუძლიათ მეტოქის დამარცხება. პირველ შეხვედრაში ძალიან კარგად ითამაშეს და ვფიქრობ, რომ ამას მეორე მატჩშიც მოახერხებენ.

მართალია, ცოტა ცივა, თუმცა მაინც ვეპატიჟები გულშემატკივარს სტადიონზე. ფეხბურთელები ძალიან კარგად თამაშობენ, როდესაც მათ მხარდაჭერას გრძნობენ. ვიმედოვნებ, ჩვენი გულშემატკივრები მოვლენ სტადიონზე დროშებით და იამაყებენ საკუთარი ქვეყნით".

ნინო პასიკაშვილი: "პირველი მატჩის შემდეგ ბედნიერები ვართ, რადგან დასახული მიზანი შევასრულეთ. ძალიან რთულია, მცირე მონაკვეთში ერთ გუნდთან ორი თამაშის ჩატარება. ჩვენც და მეტოქემაც ერთმანეთი შევისწავლეთ. მიუხედავად ამისა, მიზანი უცვლელია. გვინდა, შეკრება დადებითად დავასრულოთ, თამაში მოვიგოთ და გულშემატკივარი გავახაროთ. გვაქვს მცირე ტრავმები, მაგრამ, ვფიქრობ, რომ თამაშისთვის კარგად მომზადებას მოვახერხებთ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიას პირველი ამხანაგური მატჩი 3:0 მოუგო. 2 გოლი ანა ჩემინავამ გაიტანა, ხოლო ერთი მაია ბებიამ. შემდეგი დაპირისპირება 28 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 15:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მალე მეორე ოცნებაც აგიხდება“ | ილია თოფურია პედრო სანჩესს შეხვდა
„მალე მეორე ოცნებაც აგიხდება“ | ილია თოფურია პედრო სანჩესს შეხვდა