გიორგი ცინცაძე
Aa
Aa

ცინცაძის ბოლო მატჩი - საქართველო სერბეთთან დამარცხდა

ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთს უმასპინძლა და სამწუხაროდ 76:63 დამარცხდა.

პირველ მეოთხედში სერბები დომინირებდნენ და კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს - 21:12.

მეორე მეოთხედში ალეკსანდრ ჯიკიჩის შეგირდები გააქტიურდნენ და 19 ქულა ჩააგდეს, საპირისპიროდ კი 17 მიიღეს. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, „ჩვენებურები“ 39:31-ს აგებდნენ.

მესამე მეოთხედმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. საქართველოს კარგი მომენტები ჰქონდა, თუმცა მაინც 21:22 დამარცხდა. ბოლო მეოთხედში კი სერბებმა გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვეს, გაქცევა მოახერხეს და ჯიკიჩის გუნდს შანსი აღარ დარჩა. საბოლოოდ, როგორც უკვე მოგახსენეთ 76:63.

საქართველოს მხრიდან ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო. კაპიტანმა პარკეტზე 33 წუთი და 24 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში კაპიტანმა 19 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება გიორგი ცინცაძისთვის ეროვნულ ნაკრებში ბოლო იყო. ლეგენდარული ქართველის ანგარიშზე 217 მატჩია.

ასევე გეტყვით, ამ წაგების შემდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯგუფში 0 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება. საქართველოს შემდეგი ოფიციალური მატჩი უკვე 7 ივლისს ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ეტაპზე ლატვიის წინააღმდეგ ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნინიაშვილის მორიგი აღიარება - ქართველი მორაგბე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
ნინიაშვილის მორიგი აღიარება - ქართველი მორაგბე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა