ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიო კარეზა
Aa
Aa

ვინმე ამიხსნით კაცს რატომ ვერ სცდება? - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე

ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა და ჟურნალისტმა ფაბიო კარესამ Sky Calcio Club-ში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. კარესა სუბიექტურია და თვლის, რომ პრობლემას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ხვიჩასთან ახალი კონტრაქტი გაუმჯობესებული პირობებით არ გაფორმებულა. ცხადია, ამ მომენტში ქართველი შემტევი საუკეთესო ფორმისგან შორსაა, თუმცა ამ გარემოებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, უპირველესად გასული სეზონის შემდეგ დაწყებული საკადრო ცვლილებები, მწვრთნელთა ხშირი ცვლა, რაც ცხადია გუნდის თამაშზე, შიდა ატმოსფეროზე უარყოფითად აისახა.

ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის გაფორმებას გასულ სეზონში იმსახურებდა, როცა მისი დიდი დამსახურებით „ნაპოლიმ’’ სკუდეტო მოიგო. ნაცვლად ამისა, „პარტენოპეიმ'' ახალი კონტრაქტი ვიქტორ ოსიმენის გაუფორმა, ამჟამად ნიგერიელის ხელფასი კვარას ხელფასზე 10-ჯერ მეტია. მსგავსი ფაქტები ნებისმიერი ადამიანის მოტივაციაზე, განწყობაზე შესაძლოა უარყოფითად აისახოს.

ფაბიო კარესა ცნობილი იტალიელი ჟურნალისტია და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორი რეაქცია აქვს იტალიურ მედიას „ნაპოლის’’ გარშემო არსებულ ვითარებაზე.

ფაბიო კარესა: „ჩვენ ვსაუბრობთ ისე თითქოს ფეხბურთელები მაგიდის ფეხბურთის მოთამაშეები იყვნენ და მწვრთნელები გარედან მიმართულებას აძლევდნენ. ჩვენ არ ვსაუბრობთ თოჯინებზე, მაგრამ ვსაუბრობთ კაცებზე. „ნაპოლიში'' ასეა, სამი მწვრთნელი შეცვალეს და ვხედავთ, რაც ხდება, როგორც მიდის მათი საქმე. ფეხბურთელებმა საკუთარ თავზე უნდა იმუშაონ.

კვარაცხელია ცრუ მოძრაობებით მეტოქეს ვერ ცდება. ახალი მწვრთნელი შესანიშნავია და პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტი არ ფორმდება. ვინმე ამიხსნით კაცს რატომ ვერ სცდება?’’.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. ჩემპიონთა ლიგის სეზონში 7 მატჩში მის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები