ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

დავითაშვილი სასტარტოს დაუბრუნდა - ბორდომ გენგამი დაამარცხა

საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ „გენგამს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ჟირონდელებმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე გავიდა. დავითაშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და გატანა შეეძლო, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა, დამატებაზე კი ზან ვიპოტნიკმა გაიტანა.

მეორე ტაიმში „ბორდომ“ მეტოქის იერიშებს გაუძლო და სამი ქულა მოიპოვა.

ზურიკო დავითაშვილი ბოლო ტურების შემდეგ, სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა და მატჩი საწყისი წუთებიდანვე დაიწყო. ქართველმა შემტევმა მოედანი 86-ე წუთზე დატოვა. ჯამში კი აქტიური შეხვედრა ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ „ბორდო“ ლიგა 2-ში 26 ტურის შემდეგ, 35 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალთუნაშვილის ბრწყინვალე პასი - ვოლფსბერგის გასვლითი გამარჯვება
ალთუნაშვილის ბრწყინვალე პასი - ვოლფსბერგის გასვლითი გამარჯვება