ლუკა ლოჩოშვილი, ჯოვანი სტროპა
Aa
Aa

„ძირითადში მოხვედრა შეუძლია“ | კრემონეზეს თავკაცი ლოჩოშვილზე

„კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯოვანი სტროპამ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და „პალერმოსთან“ ჩანიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა. სტროპამ გუნდის დაცვის ხაზში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და ლუკა ლოჩოშვილი ახსენა.

„ლუკა მარონე პროგრესირებს. ლოჩოშვილი შევაქე, რადგან მომეწონა და ბურთით კარგად თამაშობს. მარონესა და ლოჩოშვილს ნამდვილად შეუძლიათ, დამატებითი ვარიანტები იყვნენ. ლუკამ აჩვენა, რომ აქვს უნარი, სასტარტო შემადგენლობაში ითამაშოს. თუ ეს არ გამოვა, მას შეუძლია, ცენტრალური მცველების შეცვლის პირველი კანდიდატი იყოს.

მართალია, აქამდე დაცვის ხაზში ბევრი არაფერი შეგვიცვლია, მაგრამ მინდა, მეტი ვარიანტი მქონდეს. კრემონეზეში, ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და ამ მომენტისთვის, გამონაკლისი არც დაცვის ხაზია“.

შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილის გუნდი 25 ტურის შემდეგ მეორე პოზიციას იკავებს. „კრემონეზეს“ 46 ქულა აქვს და პირველადგილოსან „პარმას“ 8 ქულით ჩამორჩება. „კრემოს“ მომდევნო მეტოქე, „პალერმო“, რომელსაც 24 თებერვალს დაუპირისპირდება, 45 ქულით მესამეზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საპატიო მექსიკელია, ჩვენი ძმაა“ | UFC-ის ექს-ჩემპიონი მერაბზე
„საპატიო მექსიკელია, ჩვენი ძმაა“ | UFC-ის ექს-ჩემპიონი მერაბზე