ილია თოფურია
Aa
Aa

ილია თოფურია: ქვეყნის პირველი პირისგან მოლოცვას ველოდი, მეწყინა

ილია თოფურიამ მადრიდში ჩასვლის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და ბევრ საინტერესო თემასაც შეეხო.

საუბრისას ილიამ დანანებით აღნიშნა, რომ მას მთავრობის ლიდერი არ დახვდა. ამ ფაქტმა თოფურიას გული დასწყვიტა.

„ჩემთვის ეს საწყენი და გულდასაწყვეტი გახლდათ, რომ ქვეყნის პირველი პირისგან (პედრო სანჩესი - ესპანეთის პრემიერ მინისტრი) მოლოცვა ვერ მივიღე. აეროპორტში საემიგრაციო კონტროლის გავლაც დამჭირდა, საიდანაც უცხოელები დადიან (ილიას ესპანეთის მოქალაქეობა არ აქვს). ამ ფაქტმა გული მატკინა, მაგრამ საბოლოოდ წყენა მაინც არ მაქვს. ეს ქვეყანა მაინც მიყვარს“.

- ციტირებს თოფურიას სიტყვებს Marca.

ილიამ ისლამ მახაჩევთან შესაძლო ბრძოლაზეც ისაუბრა, რომელიც თუ შედგა, UFC-ის ბოლო წლების ერთ-ერთი და შესაძლოა ყველაზე დიდი მოვლენაც კი გახდეს.

„ჩემი მომდევნო ბრძოლისთვის 3 ვარიანტს ვხედავ: კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ, თუ ის BMF-ის ტიტულს მიიღებს და შონ ომალი, თუ იგი ჩიტო ვერას დაამარცხებს. ამჟამად ვოლკანოვსკისთან რემატჩის საჭიროებას ვერ ვხედავ. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. დაე ალექსმა დაისვენოს.

კიდევ ერთი ბრძოლა და ჩვენ წინ მახაჩევი გველოდება. ამაში ეჭვი არ მეპარება, რომ ორმაგი ჩემპიონი (ორი წონითი კატეგორია) გავხდები. Pound for Pound-ზე (ყველა წონითი დივიზიონის საერთო ლიდერი) ჩემი გალიდერების დრო მოვა. ბრძოლა, რომელსაც მე მივიღებდი არის ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ, მაგრამ ახლა სხვა რაღაცის გაკეთება მინდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შონ ომალი: „მერაბი შემდეგია, დავანოკაუტებ და ცხვირს გავუსწორებ“
შონ ომალი: „მერაბი შემდეგია, დავანოკაუტებ და ცხვირს გავუსწორებ“