კილიან მბაპე, ილია თოფურია
Aa
Aa

კონტრაქტი მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან გააფორმა - თოფურიას გზავნილი მბაპეს

MARCA-ს ინფორმაციით, კილიან მბაპემ მადრიდის „რეალთან’’ კონტრაქტი ორი კვირის წინ გააფორმა. ხელშეკრულება 5-წლიანია. მბაპე „რეალის’’ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, მისი ხელფასი გადასახადების გარეშე წლიურად 15-20 მილიონი ევრო იქნება. აღნიშნულ თანხას ბონუსები დაემატება.

ილია თოფურიამ ესპანურ მედიასთან კილიან მბაპეს ტრანსფერზე ისაუბრა:„მას ამ მესიჯს ვუგზავნი, ის ძალიან იღბლიანია, კონტრაქტი მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან გააფორმა’’.

ლა ლიგის მომდევნო ტურში „რეალი’’ – „სევილიას’’ მატჩის დაწყებამდე „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ ქართველი მებრძოლი UFC-ის საჩემპიონო ქამარს წარადგენს.

ილია თოფურია ამბობს, რომ მისი მომდევნო ბრძოლა სწორედ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უნდა შედგეს, სადაც იგი კონორ მაკგრეგორს ელოდება: „როგორც ჩანს, სანტიაგო ბერნაბეუ მითიური ადგილია. ყველა ვარსკვლავი ერთ ხაზზე განლაგდა და ეს მოხდება. მე ვხედავ, რომ კონორი მზად არის გაუძლოს ორ ბოთლ ვისკის. საუკეთესო ფორმაში რომ იყოს, ჩემთვის მაინც სასუსნავი იქნებოდა“.

თოფურიამ „რეალის“ პრეზიდენტზე ფლორენტინო პერესზეც ისაუბრა: „ფლორენტინო ნამდვილი ფენომენია. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ გუნდი, რომელიც ჩემს ქვეყანას და მის ღირებულებებს ესპანეთს ყველაზე მეტად წარმოაჩენს მადრიდის „რეალია.'' მე მიყვარს მადრიდი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები