ევროპა ლიგა: შახტარი მარსელთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
ევროპა ლიგის 1/16-ფინალის განმეორებით შეხვედრაში დონეცკის „შახტარი“ „მარსელს“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა, რის შემდეგაც ტურნირს დაემშვიდობა.
დონეცკელთათვის შეხვედრა კარგად დაიწყო. მე-12 წუთზე სუდაკოვის პენალტით სტუმრები დაწინაურდნენ და ორი მატჩის ჯამში ანგარიში 3:2 გახადეს.
ამის შემდეგ, „მარსელი“ ათამაშდა და უკრაინელთა დაცვაში არსებული კოშმარული შეცდომებით სარგებლობა დაიწყეს. 23-ე წუთზე ობამეიანგმა წონასწორობა აღადგინა.
74-ე წუთზე ისმაილა სარიმ „მარსელი“ წინ გაიყვანა. ხოლო 81-ე წუთზე კონდოგბიამ მატჩს წერტილი დაუსვა.
რაც შეეხებათ ქართველებს, ირაკლია აზაროვი სასტარტოში იმყოფებოდა და 85-ე წუთზე შეცვალეს. ირაკლიმ შეხვედრაში ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო (5.7). გიორგი გოჩოლეიშვილს კი ამჯერად არ უთამაშია.
აქვე გეტყვით, რომ ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღმა" ორი მატჩის ჯამში პორტუგალიური „ბრაგა" 4:3 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე ითამაშებს.