მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

შონ ომალი: „მერაბი შემდეგია, დავანოკაუტებ და ცხვირს გავუსწორებ“

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „შუგამ“ განაცხადა, რომ მზადაა, „მანქანა“ მისი მომდევნო მეტოქე იყოს და დარწმუნებულია, რომ ქართველ მებრძოლს დაანოკაუტებს.

„მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ბრძოლას ტელევიზორით პირველად ვუყურე. დავიწყებ იქიდან, რომ მერაბამდე ილია თოფურია გამოვიწვიე და მასთან ჩხუბი მინდოდა. ჩემთვის ილიასთან ბრძოლა აღმაფრთოვანებელი დაპირისპირებაა, მაგრამ MMA-ის ფანები სხვა აზრზე არიან. მათგან დიდი კრიტიკა მივიღე და თქვეს, რომ მერაბს თავს ვარიდებ. ასე რომ, მოდით, შემდეგი დვალიშვილი იყოს და წინასწარ გეუბნებით, რომ მას დავანოკაუტებ.

სეხუდოსა და ალჯამეინ სტერლინგის ბრძოლის გამეორებას როცა ვუყურე, გითხარით, რომ ალჯოს დავანოკაუტებდი. ჩემი არ დაიჯერეთ და ამბობდით, რომ ის პარტერში გადამიყვანდა და ნოკაუტის შანსი არ მქონდა. იგივე სიტუაციაში ვართ. რა თქმა უნდა, ჯერ ჩიტო ვერას უნდა მოვუგო და როცა მერაბთან ვიჩხუბებ, დავანოკაუტებ.

დვალიშვილი ბრძოლებისას შეცდომებს უშვებს, მე კი მისთვის ძალიან სწრაფი ვარ და უზუსტესი დარტყმები მაქვს. გეუბნებით, მერაბს გავთიშავ და ალჯოზე უარესს დავმართებ. სტერლინგთან ბრუტალური ნოკაუტი არ იყო, დვალიშვილს კი დავაძინებ და ცხვირს გავუსწორებ. ილიასთან ოდესმე აუცილებლად ვიჩხუბებ, რადგან თუ ასე განაგრძო, ჩვენი ბრძოლა უდიდესი მოვლენა იქნება.

მერაბმა მოუმატა. მარტო ბრძოლაზე არ მაქვს საუბარი. სოციალურ ქსელებშიც კარგ რაღაცებს აკეთებს და საკუთარ პოპულარობას ზრდის. დვალიშვილი შემდეგია და ნოკაუტი ელოდება“.

შეგახსენებთ, რომ ომალისა და ვერას ჩხუბი UFC 299-ის მთავარი მოვლენა იქნება და ღონისძიება თბილისის დროით, 10 მარტს გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთულ მატჩებში განსხვავებას ოსიმენი ქმნის და არა კვარა“ - იტალიური გამოცემა
„რთულ მატჩებში განსხვავებას ოსიმენი ქმნის და არა კვარა“ - იტალიური გამოცემა