ნეიმარი, დანი ალვეში
Aa
Aa

ნეიმარმა ალვეშს 150 ათასი გადაუხადა, რამაც პატიმრობის ვადა შეამცირა

ნეიმარის ოჯახი დანი ალვეშს სექსუალურ ძალადობაში დაზარალებულად ცნობილი მსხვერპლის ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდაში დაეხმარა.

დღეს სასამართლომ „ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილ მცველს 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 2022 წლის დეკემბერში ბარსელონას ღამის კლუბ Sutton-ში გოგონას გაუპატიურებისთვის.

გარდა ამისა, დანის დაზარალებულისთვის 150 ათასი ევროს გადახდა და იურიდიული ხარჯების ანაზღაურება დაეკისრა. ალვეშს მსხვერპლთან მიახლოებაც 9,5 წლით ეკრძალება.

UOL-ის ცნობით, ნეიმარის ოჯახი ალვეშს დაზარალებულისთვის მორალური კომპენსაციის გადახდაში დაეხმარა. ამან შესაძლებელი გახადა მისი საბოლოო ვადა შემცირებულიყო.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასული წლის ივნისიდან ალვეშის ინტერესებს სასამართლოში გუსტავო ქისტო წარმოადგენდა, ნეიმარის მამის კომპანიების ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ოცნებას გაწყებინებს“ | ჰამშიკი ქართველ ფეხბურთელზე
„კვარა ოცნებას გაწყებინებს“ | ჰამშიკი ქართველ ფეხბურთელზე