ჰაკან ჩალჰანოღლუ
Aa
Aa

ჩალჰანოღლუ: მე საუკეთესო რეჯისტა ვარ, როდრი მეორეა, კროოსი მესამე

„ინტერის“ თურქი ნახევარმცველი ჰაქან ჩალჰანოღლუ თვლის, რომ ამჟამად საუკეთესო რეჯისტაა.

თურქმა ფეხბურთელმა თავი სხვა ცნობილ ნახევარმცველებზე მაღლა დააყენა, რომლებიც მოედანზე გამთამაშებლებისა და რეჯისტას როლს ასრულებენ.

„რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ საუკეთესო რეჯისტებს შორის ვიყავი, მაგრამ არავინ დამიჯერა. თუმცა მე ყოველთვის მჯერა საკუთარი თავის, ვიცი ჩემი თვისებები და არავის მეშინია“.

- ახლა მე დავასახელებ ხუთ რეჯისტას, მათ შორის თქვენც, და თქვენ უნდა დააყენოთ ისინი თავის ადგილზე. სად დააყენებთ კროოსს?

„მესამე ადგილზე. ენცო ფერნანდესი? მეხუთე. როდრი? მეორე. კიმიხი? მეოთხე. ჩალჰანოღლუ? მე პირველი ვარ“.

- რატომ პირველი?

„იმიტომ, რომ მე გოლებს ვიტან, სხვები კი ამას ვერ აკეთებენ. თუ დააკვირდებით, ახლო მანძილიდან კი არა, 25-30 მეტრიდან ან საჯარიმოს გარედან გამაქვს გოლები. ეს რთული საკითხია.

ასევე, დანარჩენები თამაშის მართვას კარგად ახერხებენ, მაგრამ მე არ მიყვარს ხუთმეტრიანი პასების გაკეთება. მე ყოველთვის ვეძებ საკვანძო პასს, ვეძებ გოლის გაზრდის შანსს. მარცხნივ ან მარჯვნივ გადასვლა არ მომწონს“,

- განაცხადა ჩალჰანოღლუმ DAZN-თან საუბარში.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კალცონა: კვარას დღეს ერთი რამ დააკლდა... რატომ შევცვალე?
კალცონა: კვარას დღეს ერთი რამ დააკლდა... რატომ შევცვალე?