ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიო კაპელო
Aa
Aa

კაპელო კვარაზე: ფეხბურთელმა ასეთი ჟესტები არ უნდა აკეთოს

ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონას“ წინააღმდეგ საკმაოდ უფერული მატჩი ჩაატარა. „ნაპოლის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ქართველი 67-ე წუთზე შეცვალა, რა დროსაც ხვიჩას ცუდი რეაქცია ჰქონდა და მოედანი ანერვიულებულმა დატოვა.

ამ მომენტს იტალიურ პრესაში მყისიერი გამოხმაურება ჰქონდა.

Calcionapoli 24:

„ხვიჩამ შეცვლის დროს უკმაყოფილება გამოხატა და მოედანი ანერვიულებულმა დატოვა. მან მატჩის შემდეგ, დიეგო მარადონა პირველმა დატოვა“.

Areanapoli:

„კალცონამ კვარაცხელია 67-ე წუთზე შეცვალა. ქართველ ფეხბურთელს ეს გადაწყვეტილება არ ესიამოვნა და მან უკმაყოფილება ხელის ჟესტით გამოხატა. სათადარიგო სკამამდე მიღწევის შემდეგ, მას არანაირი რეაქცია არ ჰქონია. ძალიან იმედგაცრუებული იყო“.

ხვიჩას ამ მომენტს გამოეხმაურა ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელოც, რომელმაც კვარას ქმედება არ მოიწონა:

„კვარაცხელია არ მომეწონა. ფეხბურთელმა ასეთი ჟესტები არ უნდა აკეთოს. თუ გცვლიან, ამ დროს გუნდელს უნდა გადაეხვიო. ასეთი რამ არ უნდა ქნა“.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 3 მარტს ბარსელონაში შედგება.

კვარას ყველა მომენტი VS ბარსა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია ნაპოლის ფეხბურთელების შეფასება
Sofascore - ცნობილია ნაპოლის ფეხბურთელების შეფასება