ტონი კროოსი, გერმანიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ოფიციალურად | ტონი კროოსი გერმანიის ნაკრებში ბრუნდება

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, ტონი კროოსი გერმანიის ნაკრებში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

რას წერს კროოსი:

ბიჭებო, მოკლედ და უმტკივნეულოდ: მარტიდან კვლავ გერმანიის ნაკრებში ვითამაშებ. რატომ? იმიტომ რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა მთხოვა, ამისთვის მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე იმაზე მეტს მივაღწევთ, ვიდრე ბევრს სჯერა!

View this post on Instagram

A post shared by Toni Kroos (@toni.kr8s)

შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსმა სანაკრებო კარიერა ევრო 2020-ის შემდეგ დაასრულა. გერმანელ ფეხბურთელს ბუნდესნაკრების შემადგენლობაში 106 მატჩი აქვს ჩატარებული და 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონობაც იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები