ევრობასკეტი, გიორგი შერმადინი, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, ალეკსანდარ ჯიკიჩი, ალექსანდრე ფევაძე
Aa
Aa

„მწვრთნელის დავალებები მაქსიმალურად უნდა შევასრულოთ“ - კალათბურთელები დანიასთან მატჩზე

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩისთვის აქტიურად ემზადება. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა დანიის ქალაქ ნესტვედში მორიგი ვარჯიში ჩაატარა.

ჩვენი გუნდის სერბი თავკაცის განკარგულებაში 14 კალათბურთელია და თოთხმეტივე მათგანმა გუშინ სრული დატვირთვით ივარჯიშა. სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა, გიორგი შერმადინმა და ალექსანდრე ფევაძემ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მე, ილია თუ ნადალი?“ | Marca-ს შეკითხვა კარლოს ალკარასს
„მე, ილია თუ ნადალი?“ | Marca-ს შეკითხვა კარლოს ალკარასს