მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„რა მითხრა სეხუდომ ბრძოლის შემდეგ?“ | დვალიშვილის ინტერვიუ

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი არიელ ჰელვანის გადაცემის, The MMA Hour-ის სტუმარი იყო. „მანქანამ“ ჰენრი სეხუდოსთან გამართულ ბრძოლაზე ისაუბრა და სამომავლო გეგმებსაც შეეხო.

„სიმართლე გითხრათ, ვერც კი მივხვდი, რომ ოქტაგონზე ვიყავი და ვიბრძოლე, რადგან უდიდესი სიამოვნება მივიღე. არ მინერვიულია და არც ზეწოლა მიგრძნია. ოქტაგონზე გავედი და ვისიამოვნე. პირველი რაუნდი გამოსაფხიზლებლად დამჭირდა. როგორც კი გამოვფხიზლდი, ჩემი ბრძოლა ვაჩვენე. უდიდესი პატივისცემა ჰენრი სეხუდოს. ის შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ ახალი თაობის წარმომადგენელი ვარ და ახლა ჩემი დრო დგას.

ვარ თუ არა საკმარისად გიჟი, რომ UFC 299-ზე (თბილისის დროით 10 მარტს) ვიჩხუბო თუ ჩიტომ ან ომალიმ ოქტაგონზე გასვლა ვერ შეძლო? კი, გიჟი ვარ. ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ, მაგრამ UFC-ს ეს ჯერ არ შემოუთავაზებია. თავს კარგად ვგრძნობ, წონა პრობლემა არაა და მზად ვიქნები. ვისი გამარჯვება მირჩევნია? რა თქმა უნდა, ომალისკენ ვარ. შონი ტიკტოკზე ძალიან პოპულარულია და მასთან ჩხუბი მინდა. სეხუდოსთან ბრძოლაში მთელი საქართველო მხარს მიჭერდა და ძალიან ბედნიერი ვარ. ქართველები უდიდეს მოტივაციას მაძლევენ და ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ჩემით იამაყონ და საქართველო სახელი ღირსეულად წარმოვაჩინო.

რა მითხრა სეხუდომ ბრძოლის შემდეგ? მითხრა, რომ საჩემპიონო ქამარი უნდა დავისაკუთრო და ეს შემიძლია. ისიც მითხრა, რომ გავაკვირვე და ჩემი, როგორც მებრძოლის წაკითხვა, ძნელია. შეიძლება, შორიდან ჩანდეს, რომ ჩემთან ჩხუბი მარტივია, მაგრამ როცა ოქტაგონზე ჩემ წინ დგახარ, ხვდები, რომ განსაკუთრებული ვარ. მინდა, რაც შეიძლება მალე ვიჩხუბო და დაკავებული ვიყო. ვნახოთ, რა მოხდება”.

ცნობისთვის, „მანქანა“ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის პირველი ნომერი გახდა და დენა უაითმა განაცხადა, რომ სატიტულო ჩხუბს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„არ მინდა, რომ დავთარსო“ - კვერკველია ხვიჩას ბარსელონაში ტრანსფერზე
„არ მინდა, რომ დავთარსო“ - კვერკველია ხვიჩას ბარსელონაში ტრანსფერზე